"ფორმები" აღდგენილია?! - კვირის პალიტრა

"ფორმები" აღდგენილია?!

განსაკუთრებულად "მდიდრული ფორმების" მქონე ბეიონსე, რომელსაც გოგონა - ბლუ აივი კარტერი სულ რაღაც ერთი თვის წინ შეეძინა, მშობიარობის შემდეგ პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში - თავისი "აღდგენილი ფორმების" სასწრაფოდ სადემონსტრაციოდ სუპერვარსკვლავმა უბრალო საქველმოქმედო საღამო გამოიყენა... როგორც გაირკვა, მომღერალი მთელი თვის მანძილზე ფიზიკურად ვარჯიშობდა მწვრთნელ ჟანეტ ჯენინგსთან, რომელიც სწორედ სუპერვარსკვლავების ფორმაში სწრაფად დაბრუნებითაა ცნობილი და ვარჯიშებთან ერთად კლიენტების რაციონსაც მკაცრად აკონტროლებს.