ვის უხმობს ზარი "ელისაბედი" - კვირის პალიტრა

ვის უხმობს ზარი "ელისაბედი"

დიდ ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედ მეორის "ბრილიანტის" იუბილესთან დაკავშირებით ჩამოასხეს ნახევარტონიანი ზარი, რომელსაც "ელისაბედი" უწოდეს.იგი დაამზადეს ლონდონში,  ზარის მწარმოებელ უძველესი კომპანიის ქარხანაში, სადაც  თვე-ნახევარში კიდევ შვიდი შედარებით მომცრო ზარი ჩამოისხმება. მათ ელისაბედის ქმრის, შვილებისა და შვილიშვილების სახელებს დაარქმევენ. ზარები პირველად აჟღერდება 3 ივნისს, დედოფლის ტახტზე ასვლის მე-60 წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე, რომელიც მდინარე ტემზაზე გაიმართება. მოცურავე სამრეკლოებზე განთავსებული ზარები 1000 ნავისგან შემდგარ პროცესიას წარუძღვება! ევროპული ტრადიციით, ზარის ხმა ბოროტ სულებს განდევნის და მსმენელს შთაგონებითა და ახალი ძალით აღავსებს.