"მზეო, ამოდი, ამოდი..." - კვირის პალიტრა

"მზეო, ამოდი, ამოდი..."

იტალიაში, ტურინიდან 120 კმ-ში, შვეიცარიის საზღვართან, მთებში მდებარე ცნობილ სოფელ ვიგანელას ყოველწლიურად ასობით გერმანელი ბუდისტი სტუმრობს.თუმცა იმის გამო, რომ სოფელი ხეობაშია განლაგებული, მას ზამთრობით, - 11 ნოემბრიდან 2 თებერვლამდე, მზე საერთოდ არ ადგება. შედეგად, ამ დროს სტუმრების ნაკადი მკვეთრად იკლებს. გამოსავალი ისევ  ვიგანელას მერმა პიერფრანკო მიდალმა იპოვა - მისი ინიციატივით და რეგიონული ხელისუფლებისა და ბანკის დაფინანსებით (პროექტი 100.000 ევრო დაჯდა) სოფლის ჩრდილოეთით მდებარე მთის წვერზე გიგანტური მოძრავი სარკე დაიდგა, რომლის მოძრაობასაც კომპიუტერი ისე მართავს, რომ მთის ძირში მდებარე სოფელი მზის ჩასვლამდე დღის შუქითაა განათებული!