გამეორება ცოდნის დედაა? - კვირის პალიტრა

გამეორება ცოდნის დედაა?

ვარსკვლავურმა წყვილმა: მეგან ფოქსმა და ბრაიან ოსტინ გრინმა შეუღლების მეორე წლისთავი კვლავ ჰავაის კუნძულებზე დასვენებით აღნიშნეს, რა დროსაც, ბუნებრივია, გაძლიერებული ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ.უჩვეულო კი ის იყო, რომ მეგანმა, რომელიც კანს მზისგან მუდამ საგანგებოდ იცავს, ტრადიცია დაარღვია და მინიბიკინით გამოჩნდა. შესანიშნავ ფორმაში მყოფი ვარსკვლავი ისე ლაღად მოძრაობდა, რომ გამოცდილმა პაპარაცებმა ერთხმად დაასკვნეს, - წყვილს ნამდვილად განმეორებითი თაფლობის თვე აქვსო.