ეჭვიანი შვილობილი - კვირის პალიტრა

ეჭვიანი შვილობილი

თითქმის ორმეტრიანი, 450 კგ-იანი 3 წლის ცხენ-ირემი "ჯეკი"  23 წლის ვანესა გიბსონს "დედად" მიიჩნევს.ამიტომაც "ალასკის ველური ბუნების პარკში" მასთან მიკარების და თამაშის უფლება მხოლოდ ვანესას აქვს. მან 3 დღის ჯეკი 2008 წელს იპოვა. პატარას წინა მარჯვენა მუხლი დამსხვრეული ჰქონდა, ბარძაყი კი ძლიერ დაკბენილი. გოგონამ ჯეკს ფარდულში ღამეები უთია, 4 საათში ერთხელ რძის ნარევით კვებავდა და მასთან ერთად ეძინა. მორჩენილი და უკვე წამოზრდილი ჯეკი მის წასვლას ვერ იტანდა - ტიროდა და კარს წიხლს ურტყამდა. 3 წლისა კი იმხელა გახდა, რომ ვეღარსად დაეტია. "ველური ბუნების პარკშიც" ვანესამ მუშაობა "შვილობილის" გამო დაიწყო. ჯეკს ვანესა ძალიან უყვარს, მაგრამ სულ ეჭვიანობს და მის გვერდით ვინმეს დანახვას ვერ იტანს. ცხენ-ირემი საერთოდ, ძალიან ღონიერი და ფიცხი ცხოველია, რომელსაც მგლებიც  კი ერიდებიან...