საშიში ჰიბრიდი! - კვირის პალიტრა

საშიში ჰიბრიდი!

მსოფლიოში პირველად ჰიბრიდული ზვიგენები იპოვეს. ავსტრალიაში, კვინსლენდის სანაპიროსთან, მეცნიერებმა 57 ცალი ჰიბრიდი-ზვიგენი დათვალეს, რაც საგანგაშოა.მათი თქმით, ჰიბრიდული სახეობების გამოჩენამ შეიძლება პლანეტის ეკოსისტემაზე იქონიოს გავლენა. "ზვიგენები ცხოველთა ძალიან ძლიერი კლასია და ისინი არასდროს წყვილდებიან სხვა სახეობებთან. ეს სულ სხვადასხვა სახეობაა, კონკურენტები არიან, მათი ჰიბრიდი თეორიულადაც შეუძლებელია", - ამბობს კვინსლენდელი პროფესორი ჯეს მორგანი. ფაქტი კი სახეზეა!