აი, წებო! - კვირის პალიტრა

აი, წებო!

ავსტრალიის ბინადარი "ჯვრიანი მეუდაბნოე" ბაყაყის ერთადერთი სახეობაა, რომელსაც, ობობებისა და აბრეშუმის ჭიის მსგავსად, თავისი "ძაფი" აქვს. იგი ცილოვან სითხეს გამოყოფს, რითაც მტკიცე პარკს ქსოვს."მეუდაბნოე" ათთვიანი გვალვის გადასატანად ამ პარკში გაეხვევა და მიწაში ღრმად ჩაფლული ატარებს დროს, ხოლო ხანმოკლე წვიმის სეზონზე ზევით ამოდის. ეს ცილოვანი სითხე უაღრესად წებოვანია, უფრო მეტად წებოვანი, ვიდრე, მაგალითად, ნებისმიერი სამედიცინო წებო და სველი ზედაპირიც ვერაფერს აკლებს! "წებოთი" ბაყაყი საკუთარ სხეულს ფარავს, რომელსაც იყენებს საფრთხის დროს, ნადირობისას ზედ იწებებს მწერებს. ამას გარდა, გაცილებით მოზრდილ დედალთან შეწყვილებისას მის სხეულს საკუთარი სხეულით ეწებება.