ჭკვიანი "ეშმაკი" - კვირის პალიტრა

ჭკვიანი "ეშმაკი"

მანტა, ანუ "ზღვის ეშმაკი" სინამდვილეში ყველაზე დიდი სკატია. 2-ტონიანი გიგანტის სიგრძე 2 მ-ს არ აღემატება, სამაგიეროდ, "ფრთების" შლილი 7,5 მ-ს აღწევს. მეტად სახიფათო სხვა სკატებისგან განსხვავებით, ის ადამიანისთვის სრულიად უსაფრთხოა - მხოლოდ პლანქტონით იკვებება და საერთოდ არ არის აგრესიული.

მანტა თბილსისხლიანია,  "ზღვის ეშმაკი" კი მკერდის ფარფლების წინა ნაწილის რქისებრი მოყვანილობის გამო შეერქვა. საკვების მოსაპოვებლად მანტა ტროპიკულ წყლებში ათასობით კმ-ზე დაცურავს, ძალიან ნარნარად მოძრაობს და, მიუხედავად იმისა, რომ შეხებისას მისი კანი საკმაოდ "ფხაჭნიაა", დაივერები მასთან შეხვედრას ნატრობენ. მანტებს მოძრაობა ჰაერში 1,5 მ სიმაღლის ნახტომებითაც შეუძლიათ. ამ დროს რამდენიმე კმ-ის მანძილზე მეხის გავარდნასავით ხმა ისმის.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ოკეანის ბინადართა შორის მანტა ერთ-ერთი ყველაზე უჭკვიანესი არსებაცაა.