"წყალში ვზივართ, ცეცხლი გვიკიდია" - კვირის პალიტრა

"წყალში ვზივართ, ცეცხლი გვიკიდია"

გლობალური დათბობის გამო ინდოეთის ოკეანეში ზღვის დონის მატება საფრთხეს უქმნის მალდივის კუნძულებს. ადგილობრივი მთავრობის მეთაურმა მოჰამად

ნაშიდმა ახლახან კაბინეტის სხდომა სრული შემადგენლობით წყალქვეშ ჩაატარა, რათა მსოფლიოს შეახსენოს, რომ თუკი არ შეჩერდება ეს პროცესი, გაეროს პროგნოზით, რამდენიმე ათეულ წელიწადში მალდივის კუნძულების უდიდესი ნაწილი წყლით დაიფარება.