"ლურჯა" - კვირის პალიტრა

"ლურჯა"

ავსტრალიურმა კომპანია Haidiz-მა, ცხენოსნობაში ქვეყნის ოლიმპიური გუნდის "წევრი" ცხენებისთვის სპეციალური სპორტული კოსტიუმი შექმნა. ეს შემოტკეცილი სამოსი შეჯიბრების შემდეგ ხელს უწყობს დაძაბული კუნთების დამშვიდებას და, შესაბამისად, ტკივილის დაამებას. ეს კი "ლურჯას" შეჯიბრების პერიოდში სათანადო ტონუსის შენარჩუნებას უადვილებს. ამას გარდა, კოსტიუმი ამცირებს ტრავმის საშიშროებას ბედაურების ტრანსპორტირების დროს.