ცოცხი და "გოძილა" - კვირის პალიტრა

ცოცხი და "გოძილა"

ამერიკაში, მიჩიგანის შტატში, ამჟამად 200 ათასამდე გარეული ინდაური ბინადრობს.მათ კანონი იცავს. დეტროიტის ერთ-ერთ გარეუბანში "გაშინაურებული" მოზრდილი მამალი ინდაური "გოძილა" კი პენსიონერ ედნა ჰეისლერის კარმიდამოს თავისად მიიჩნევს და რამდენიმე თვეა, ედნასა და მის სტუმრებს თავზარს სცემს - დასდევს და მტკივნეულად კორტნის. სპეციალისტთა თქმით, მამალი ინდაურებისთვის ეს ტიპური საქციელია. "გოძილა" პატრულირებას დილის 7 საათზე იწყებს, ამის გამო კარის მეზობელი პენსიონერები იძულებული არიან გაცილებით ადრე ადგნენ, რომ "მტერს" არ გადაეყარონ - ინდაური არად დაგიდევთ მეზობლების უფლებას, ისარგებლონ საერთო გზით. სამაგიეროდ, უფრთხის ცოცხს, ამიტომ ედნა საფოსტო ყუთამდე ცოცხით ახერხებს მისვლას, სტუმრებიც მასთან ცოცხით შეიარაღებულნი დადიან...