ჭოტის ჯავშანი - კვირის პალიტრა

ჭოტის ჯავშანი

ჭოტი ადვილად ეგუება "ქალაქურ ცხოვრებას", ხშირად სახლდება სახლებსა თუ პარკებში, ადამიანისა კი საერთოდ არ ეშინია. სამაგიეროდ, ჭოტებს შევარდნისა და სხვა მონადირე ფრინველების თანდაყოლილი შიში აქვთ და საგულდაგულოდ არჩევენ საიმედო "ფუღუროს". მაგალითად, ამერიკაში ჭოტი წყალსადენ ლითონის მილში დაბინავდა, ხოლო ინგლისში ობოლი ჭოტის ბარტყები, რომელთაც მოხალისე მომვლელი ზრდის, "ყოველი შემთხვევისთვის", ასევე ლითონის ქვაბებს აფარებენ თავს.