სპილოს წიხლი - მძიმე არტილერია - კვირის პალიტრა

სპილოს წიხლი - მძიმე არტილერია

ბოტსვანას აფრიკულ პარკ  "ლინიანტოში" ტურისტული ჯგუფი დრამატული შემთხვევის მომსწრე გახდა -  დედისგან მოშორებით მყოფ სპლიყვს აფთრების ჯგუფი დაესხა თავს. სპლიყვი განწირული ჩანდა და ამაოდ ცდილობდა მტრისგან თავის დაღწევას.

პატარას დასაცავად დედა მალე მოვარდა. გაავებულმა სპილომ თავიდანვე სცადა ყველაზე აქტიური მტრების გადათელვა - სულ ტურისტებმა 18 მტაცებელი დათვალეს, რომელთაგან კოლექტიურ შეტევაში ძირითადად 6 მონაწილეობდა. გააფთრებული დედა სპილო ისე თავგამეტებით იბრძოდა, რომ გზად რამდენიმე ხეც გადათელა. ამის მიუხედავად, აფთრები მაინც ჯიუტად ცდილობდნენ სპლიყვის ხელში ჩაგდებას, პატარას კუდიც კი მოაკვნიტეს.

ნახევარსაათიანი ბრძოლის შემდეგ, თავდამსხმელებს ისეთი ჭიტლაყები მოხვდათ, "უცებ მიხვდნენ", რომ სპლიყვის გატაცების გეგმა ჩაეშალათ და ბრძოლის ველი კუდამოძუებულებმა დატოვეს.