ვინ არ მიეფერება... - კვირის პალიტრა

ვინ არ მიეფერება...

ინგლისურ ვუსტერში მცხოვრები ფერმერის, ანეტ ედვარდსის გოლიათი ბოცვერი "დარიუსი" შარშანდლიდან მხოლოდ 2,5 სმ-ით გაიზარდა, თუმცა გინესის მიხედვით, ეს საკმარისი აღმოჩნდა ჩემპიონის წოდების შესანარჩუნებლად - ამჟამად იწონის 22 კგ-ს, სიგრძით კი 130 სმ-ია.სხვათა შორის, ფერმერიც და მისი ბოცვერიც 8 აპრილს - კათოლიკურ აღდგომას არიან დაბადებულნი და დღესასწაულს მესამედ შეხვდნენ ერთად. დარიუსი 5 წლის წინანდელი ჩემპიონი ბოცვრის, "ემის" შვილიშვილია. ანეტის თქმით, ბოცვრებს განსაკუთრებულს არაფერს აჭმევს და მისი "საიდუმლო" მხოლოდ... მოფერებაა!