სხვა ნაომი - კვირის პალიტრა

სხვა ნაომი

10 წლის ამერიკელმა სუპერგოგონა ნაომი კატინმა სიმძიმეების აწევაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა - ტეხასის შტატში გამართულ შეჯიბრებაზე 97,5-კილოგრამიანი შტანგით "ჩაჯდა", რაც მის საკუთარ წონას ორჯერ და მეტად აღემატება (1,40 მ სიმაღლის ნაომი 42 კგ-ს იწონის). სპეციალისტებს ვერ აუხსნიათ, რატომ არის ნაომი ასეთი ღონიერი. მისი მასწავლებლების თქმით კი, გოგონა თავისი ძალით მკვეთრად გამოირჩევა დანარჩენი მოსწავლეებისგან და პირველი რეკორდი 9 წლისამ დაამყარა.