ულამაზესებში ბეიონსეც "ჩაეწერა" - კვირის პალიტრა

ულამაზესებში ბეიონსეც "ჩაეწერა"

ჟურნალ People-ის ტრადიციული გამოკითხვის თანახმად, მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალი ბეიონსე ნოულზია.საპატიო კვარცხლბეკზე მან შარშანდელი გამარჯვებული ჯენიფერ ლოპესი შეცვალა. ექსპერტების საერთო აზრით, ამ აღიარებაში განსაკუთრებული როლი მისი გოგონას - ბლუ აივის დაბადებამ ითამაშა, რის გამოც სუპერვარსკვლავი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა... კონკურსში სულ 178 ცნობილი ქალი მონაწილეობდა. სამეულში სოფია ვარგარა და შარლიზ ტერონი მოხვდნენ, მეათე ადგილი კი "სამეფო რძალს" - კეიტ მიდლტონს ერგო.