"აკრძალული" იარაღი - კვირის პალიტრა

"აკრძალული" იარაღი

სკუნსს მტაცებლებისგან მხოლოდ ქიმიური იარაღი - მყრალი სითხე იცავს, რომელსაც ის ანალური ჯირკვლებიდან საფრთხისას გამოყოფს. "აეროზოლის" შესხურების შემდეგ თავდამსხმელს სუნი და მხედველობის პრობლემები კიდევ რამდენიმე კვირა ტანჯავს, ამის შემდეგ კი სკუნსს შორიდან უვლის. სხვათა შორის, სკუნსის გამრავლება რუსეთში სცადეს, თუმცა მისი "გაკეთილშობილება" მოინდომეს და მყრალი ჯირკვლები ამოჰკვეთეს. მელიებმა, მგლებმა და ბუებმა კი "უიარაღოდ" დარჩენილი უკლებლივ ყველა ფუმფულა შეჭამეს... მონრეალის ტყეში ახლახან მელამ საღ-სალამათი სკუნსით მოინდომა საუზმობა და ცხადია, სათანადო პასუხიც მიიღო.