ქრონიკული დეპორტაცია - კვირის პალიტრა

ქრონიკული დეპორტაცია

ლოს-ანჯელესის გარეუბნებს - ლა-კრესენტსა და გლენდაილს მურა დათვი ისე შემოეჩვია, რომ "გლენდაილის დათვი" დაარქვეს და მისი სახელით გვერდიც მიჰყავთ "ტვიტერში".თანაქალაქელთა ამ აღფრთოვანებას ადგილობრივი პოლიცია, რასაკვირველია, არ იზიარებს და წესრიგის დამრღვევს გამუდმებით ტრანკვილიზატორიანი თოფით დასდევს. აპრილში გათავხედებულმა დრუნჩამ ვიღაცის გარაჟში მაცივრიდან ხორციც აწაპნა... ცხადია, დათვი კვლავ დააძინეს, მის "დეპორტაციას" ექვსი ჯანიანი პოლიციელი დასჭირდა. დათვის ადგილობრივ გულშემატკივრებს კი სჯერათ, რომ მათი ფავორიტი ისევ დაბრუნდება.