ალერსიანი გიგანტი - კვირის პალიტრა

ალერსიანი გიგანტი

გინესის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მაღალია 2,1 მ სიმაღლის ბრიტანული ჯიშის ხარი"ჩილი".იგი 1300 კგ-ზე მეტს იწონის. შავ-თეთრი გიგანტი 9 წლისაა და ზრდა ჯერაც არ დაუსრულებია. მისი პატრონი ტარა ნირულა ვერ ხსნის, რატომ გაიზარდა ამხელა."თითქოს სხვაზე მეტს არ ჭამს, სრულიად ჯანმრთელი, ცნობისმოყვარე და ალერსიანია", - ამბობს ტარა.