დროშის გარეშე ვის გაუხდია... - კვირის პალიტრა

დროშის გარეშე ვის გაუხდია...

გინესის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური "ბიკინი-პარადი" ფლორიდის შტატის ქალაქ პანამა-სიტიში ჩატარდა. ამერიკელმა გოგონებმა რეკორდი ავსტრალიელებს  ჩამოართვეს. აღლუმში 450 ბიკინი-მონაწილე დაფიქსირდა, წინა "ბიკინი-პარადში" კი 357 გოგონა მონაწილეობდა. რეკორდის დასამყარებლად ქალბატონები ამერიკის ყველა შტატიდან ჩამოვიდნენ. ცხადია, სიამაყით აღვსილებს არც ამერიკის დროშა "დავიწყებიათ".