სეირნობა "სამოთხეში" - კვირის პალიტრა

სეირნობა "სამოთხეში"

ბავარიის ეროვნულ ტყე-პარკში მსოფლიოში ყველაზე გრძელი და მაღალი სასეირნო ხის კონსტრუქციაა აშენებული. ამ ნაგებობიდან ნამდვილად სამოთხისებრი ხედი იშლება. გიგანტური "სასეირნო ხიდი" 1300 მეტრი სიგრძისა და 25 მეტრი სიმაღლისაა. იგი 44 მეტრი სიმაღლის გუმბათოვანი ე.წ. ობსერვატორიით გვირგვინდება. ობსერვატორიის გარშემო 360 სპირალური კიბეა და ყოველი საფეხურიდან ბუნების სილამაზით ტკბობაა შესაძლებელი. 2 წლის წინ აგებულ სასეირნო ხიდამდე მისვლა, რომელიც უკვე უაღრესად პოპულარულია, ლიფტითაც შეიძლება.