"სამუდამო" შინაპატიმრობა - კვირის პალიტრა

"სამუდამო" შინაპატიმრობა

მადონას 15 წლის ქალიშვილს პაპარაცები მეგობრების კამპანიაში სიგარეტის მოწევისას წაადგნენ თავს. არადა, ყველამ იცის, რომ "ათას სიყვარულში" გამოცდილი ფიცხი მომღერალი შვილებს უმკაცრესად ზრდის და სიგარეტის მოწევას, ნარკოტიკისა თუ ალკოჰოლის მიღებას სასტიკად უკრძალავს. გასაკვირი არ არის, რომ გააფთრებულმა მადონამ გოგონას ყველა საკრედიტო ბარათი დაუბლოკა, ინტერნეტი და საკაბელო ტელევიზიაც გამოურთო და შინაპატიმრობა მიუსაჯა. მიტყიპა თუ არა, ვერავინ ამბობს, თუმცა, ვინც სუპერვარსკვლავს იცნობს, ყველა დარწმუნებულია, რომ მადონას მრისხანება ძალიან დიდხანს გასტანს...