დელიკატესი - კვირის პალიტრა

დელიკატესი

"ვაზის ლოკოკინა" რომში ლეგიონერებს ლაშქრობისას ისე დაჰქონდათ, როგორც ქართველებს - ჩურჩხელა. განსაკუთრებული გემოს მისაღებად კი რომაელები ლოკოკინებს სხვადასხვა ბალახით კვებავდნენ. მათ მასობრივად ამრავლებდნენ გერმანელი ბერები და მარხვაში მიირთმევდნენ. ამჟამად ვაზის ლოკოკინაზე დიდი მოთხოვნაა ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ბელგიასა და შვედეთში. საქართველოში კი მას მესხეთ-ჯავახეთში მცხოვრები კათოლიკეები გეახლებიან...

ნოყიერ ხორცში ცილა ერთი მესამედით მეტია, ვიდრე ქათმის კვერცხში. მასში უხვადაა ვიტამინები, მიკროელემენტები, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. მისგან ასამდე კერძი კეთდება და დელიკატესად ითვლება. იყენებენ ფარმაცევტებიც: ინგლისში მისგან მზადდება ეფექტიანი მატონიზებელი, ხანგრძლივად მოქმედი  ექსტრაქტი, რომლის ერთ დოზას 1000 ლოკოკინა სჭირდება.