"ტარაკნის რისხვა" - კვირის პალიტრა

"ტარაკნის რისხვა"

მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ობობა - "ნარინჯისფერი მონადირე" მხოლოდ მალაიზიის არქიპელაგზე ბინადრობს. დიდი ზომის ულამაზესი "მონადირე" სხვა ობობებისგან იმითაც გამოირჩევა, რომ არავითარ ქსელს არ ცნობს, რადგან მისგან გაქცევა მწერებს კი არა, მომცრო ხვლიკებსაც არ შეუძლიათ. ეს ღამის "მონადირე" მალაიზიაში პოპულარულია და ბევრს "შინაურ ცხოველადაც" ჰყავს - გაუმაძღარი "სპრინტერი" ტარაკნებსა და სხვა მავნებელ მწერებს მუსრს ავლებს. მართალია, ობობა აგრესიულია და თუ გააბრაზებენ, მწარედაც იკბინება, სამაგიეროდ, შხამიანი არ არის და პატრონები (რასაკვირველია, "ტარაკნების ხათრით") მაინც იტანენ...