სპლიყვის დისკრიმინაცია - კვირის პალიტრა

სპლიყვის დისკრიმინაცია

ცხოველთა დამცველების მონაცემებით, თურმე ადამიანებს მომცრო და საშუალო ზომის ცხოველების ნაშიერები - კნუტი, ლეკვი და ა.შ. უფრო უყვართ, ვიდრე დიდი ცხოველებისა, რადგან უფრო მხიარულებად და სულელებად მიაჩნიათ. ამიტომ, მეცნიერებმა ცხოველთა დამცველების თხოვნით, სპეციალური ექსპერიმენტები ჩაატარეს, რის მიხედვითაც დამტკიცდა, რომ 150 კგ წონის რამდენიმე კვირის სპლიყვი არანაკლებ "ჭკუამხიარულია", ვიდრე მისივე ხნის ციცქნა კნუტი და მისი ქცევა არაფრით განსხვავდება სხვა ზომის ცხოველთა ნაშიერების ქცევისგან. შედეგად, ცხოველთა დამცველები მსოფლიოს ზოოპარკების, ნაკრძალებისა და დაცული ტერიტორიების თანამშრომლებსა და სტუმრებს მოუწოდებენ, ნუ მიმართავენ პატარების დისკრიმინაციას "ზომის მიხედვით!"