ტასმანიელი გიგანტი - კვირის პალიტრა

ტასმანიელი გიგანტი

უზარმაზარი კიბორჩხალა "კლოდი" უკვე ოფიციალურად აღიარეს "ინგლისის ყველაზე დიდ კიბორჩხალად" - იგი ხომ ინგლისელ "თანამოძმეებს" ზომით 100-ჯერ აღემატება! კლოდი ე.წ. გიგანტურ ტასმანიურ კიბორჩხალათა ოჯახის წარმომადგენელია და კონსერვის ქილაში მოხვედრას იმიტომ გადაურჩა, რომ მისმა დამჭერმა ავსტრალიელმა მეთევზემ არ დაიზარა და თვითმფრინავით 29-საათიანი ფრენის შემდეგ, "პატივცემული კლოდი" ბრიტანულ აკვარიუმს "ზღვის ცხოვრება" (Sea Life) 3 ათას გირვანქა სტერლინგად მიჰყიდა. თანამშრომლების თქმით, გოლიათი დამთვალიერებლებს 2-კვირიანი კარანტინის შემდეგ წარუდგება. კლოდი  ჯერ "ახალგაზრდაა" და 6,8 კგ-ს იწონის. როცა გაიზრდება, მისი სიგრძე კიდევ 10 სმ-ით მოიმატებს, ხოლო წონა 13,6 კგ-ს მიაღწევს.