ოთახის ბიზონები - კვირის პალიტრა

ოთახის ბიზონები

ტეხასელმა კოვბოიმ რიჩარდ ბრიჯესმა, მეტსახელად "კამეჩების მომთვინიერებელმა",  რომელიც 2004 წელს თვალის ტრავმის შემდეგ, იძულებით პენსიაზე გავიდა, თავისი კამეჩების, ცხენებისა და ბიზონების ჯოგი გაყიდა და მხოლოდ უსაყვარლესი ბიზონის ნაშიერი "ველური ონავარი" დაიტოვა. სხვათა შორის, რიჩარდის ცოლი, შერონი, ინდიელების შთამომავალია და ინდიელთა სამოსს კერავს. მათ "ონავარი" ოჯახის წევრივით გაზარდეს - 7 წლის ტონანახევრიანი ბიზონი პრაქტიკულად მათთან ერთად ცხოვრობს. ახლახან კი ცოლ-ქმარმა მეორე ბიზონი - 3 წლის "ტყვია" იშვილა, რომელიც პატრონმა მეტისმეტი სიცელქის გამო რიჩარდს დაუთმო. უზარმაზარი ბიზონები ოჯახში ნამდვილი "ოთახის ცხოველებივით" ცხოვრობენ და ცნობისმოყვარე ბავშვებივით ყველაფერი აინტერესებთ... საერთოდ, ბიზონი უძლიერესი ცხოველია, რომელსაც სულ ადვილად შეუძლია კაცის მოკვლა. თუმცა, რიჩარდის თქმით, "ონავარი" გაბრაზებისას შერონს არასდროს ერჩის და მხოლოდ რიჩარდს რქენს, ცხადია, მსუბუქად.