უმძიმესი მარათონი საჰარაში - კვირის პალიტრა

უმძიმესი მარათონი საჰარაში

საჰარაში დასრულდა 24-ე 6-დღიანი "ქვიშის მარათონი", რომელიც ყველაზე მძიმე მარათონად ითვლება. მისი სიგრძე 243 კმ-ია, თუმცა პაპანაქების გამო წელს იგი საგრძნობლად შეამოკლეს. ამის მიუხედავად, ყოველდღიურად 8-საათიან სირბილს უმრავლესობამ ვერ გაუძლო და ფინიშამდე ვერ მიაღწია. მით უმეტეს, რომ მონაწილეებს თავად უწევდათ წყლისა და საკვების ტარება, რასაც მხოლოდ საკონტროლო პუნქტებზე ურიგებდნენ.