ფერფლი ზღვას, გული - "ტიტანიკს" - კვირის პალიტრა

ფერფლი ზღვას, გული - "ტიტანიკს"

"ტიტანიკის" უკანასკნელი მგზავრის ფერფლი ზღვაზე მიმოფანტეს საუთჰემპტონის პორტთან, საიდანაც 1912 წელს "ტიტანიკმა" საბედისწერო სტარტი აიღო.

მილვინას სახელით ცნობილი ელიზაბეტ გლედის დინი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი სულ ორი თვის იყო, როცა დედასა და უფროს ძმასთან ერთად გადაურჩა კატასტროფას, მამა კი დაიღუპა. ოჯახი საცხოვრებლად ინგლისში, სწორედ საუთჰემპტონში დარჩა.