უსწრაფესი - კუა! - კვირის პალიტრა

უსწრაფესი - კუა!

"დიდი რბილტანიანი კანტორა", - ასე ეწოდება კამბოჯასა და ლაოსში მობინადრე ბუნებაში ერთადერთ უბაკნო კუს სახეობას. 2 მ სიგრძის და 50 კგ-მდე წონის კუ მხოლოდ უხეში კანითაა დაფარული და იძულებულია, დროის უმეტესი ნაწილი  ქვიშაში ან შლამში ჩაფლულმა გაატაროს წყლის ნაპირზე, საიდანაც მხოლოდ თვალები და წვეტიანი ცხვირი უჩანს. კუ თავს გრძელი ბრჭყალებითა და ძლიერი ყბებითაც იცავს - კბენისას ძვლის დამსხვრევაც კი შეუძლია. მთავარი ისაა, რომ კბენისთვის გრძელი კისრის წინ წაწვდენის სისწრაფით ეს კუ არა მარტო ნებისმიერ ცხოველს, არამედ თვით კობრასაც ჯობნის!