მოჭყუმპალავე მონდულუ - კვირის პალიტრა

მოჭყუმპალავე მონდულუ

ჟირაფი მეტად უჩვეულო ცხოველია: თუ ნიუტონს ვაშლი დაეცა თავზე, ჩარლზ დარვინსაც სწორედ ჟირაფების კისრის დანახვის შემდეგ მოუვიდა თავში ევოლუციის თეორიის შექმნა... ჟირაფები, ზოოპარკებს გარდა, მხოლოდ აფრიკაში ბინადრობენ. ამ გოლიათს წყლის დასალევად გვარიანად "გაფარჩხვა" უწევს და საერთოდ, დიდი აფრიკული ნიანგების შიშით მდინარეს მაქსიმალურად ერიდება - ბუნებაში მოცურავე ჟირაფი დიდი იშვიათობაა. მაგრამ კომფორტი და უსაფრთხოება ყველას მოსწონს, მათ შორის ტანზანიაში, ქალაქგარეთ, კლუბის ტერიტორიაზე მცხოვრებ შინაურ ჟირაფ "მონდულუსაც". როგორც კლუბის სტუმრები ამბობენ, საკმარისია, მონდულუმ აუზი ცარიელი დაიგულოს, მაშინვე უჩვეულო ჭყუმპალაობას იწყებს.