სუპერმხედარი - კვირის პალიტრა

სუპერმხედარი

ნევადის შტატის ქალაქ რინოს მცხოვრები ტომი ლუსიას 27 წლის მაიმუნი-კაპუცინი უიპლეში პოპულარული ადგილობრივი როდეოს "ვეტერანია".მან უკვე არაერთი "ბედაური" გამოიცვალა, მაგრამ ამჟამინდელი - ძაღლებში ყველაზე ჭკვიანად მიჩნეული ბორდერ-კოლის ჯიშის ნაგაზი ბადი მაინც ყველასგან გამოირჩევა. გამოცდილი "ჟოკეისა" მას უსიტყვოდ ესმის, ხოლო ათასობით აღტაცებული მაყურებლის თვალწინ უიპლეშის ბრძანებით "ყალყზე" დამდგარი ბადის ზურგზე  მაიმუნი ჟოკეი, სულ ადვილად იმაგრებს თავს.