მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი კომპანია - კვირის პალიტრა

მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი კომპანია

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებისა თუ კომპანიების რეიტინგებს მსოფლიოს ავტორიტეტული გამოცემები, ტრადიციულად, აპრილ-მაისში ადგენენ, რაც, რასაკვირველია, წინა წლის სხვადასხვა მაჩვენებლების გათვალისწინებით ხდება. მსოფლიოს 10 უმდიდრესი კომპანიის სიის შედგენისას, როგორც წესი, ძირითად კრიტერიუმად კომპანიის წლიური შემოსავალი მიიჩნევა. თუ მსოფლიოს 10 უმდიდრესი კომპანიის ბოლო წლების რეიტინგებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ  ზოგი კომპანია ათეულში სტაბილურად ხვდება, მაგრამ გაცილებით შთამბეჭდავი ის არის, თუ რამდენს გამოიმუშავებენ ეს ფულის მკეთებელი გიგანტები: ამ სიაში ყველაზე "ღარიბი" დღეში დაახლოებით 550 მილიონ დოლარს აკეთებს, რაც საათში 23 მილიონია, ხოლო წუთში დაახლოებით 380.000 დოლარს შეადგენს!

1. ექსონ-მობილი (Exxon Mobil Corporation)

შემოსავალი: 486,4 მილიარდი დოლარი

საქმიანობა: ნავთობი და გაზი.

თანამშრომლების რაოდენობა - 82000

სათავო ოფისის მისამართი - აშშ, ტეხასის შტატი, ქ. ირვინგი

2. შელი (Royal Dutch Shell)

შემოსავალი: 470 მლრდ

საქმიანობა: ნავთობი და გაზი

თანამშრომელი - 90000

მისამართი: ჰოლანდია, ჰააგა და დიდი ბრიტანეთი, ლონდონი

3. ვალმარტი (Walmart)

შემოსავალი: 446 მლრდ

საქმიანობა: საცალო ვაჭრობა

თანამშრომელი: 2150000

მისამართი: აშშ, არკანზასის შტატი, ქ. ბენტონვილი

4. ბრიტიშ პეტროლიუმი (BP)

შემოსავალი: 386,4 მლრდ

საქმიანობა: ნავთობი და გაზი

თანამშრომელი: 97000

მისამართი: დიდი ბრიტანეთი, ლონდონი

5. ვიტოლი (Vitol Group)

შემოსავალი: 297 მლრდ

საქმიანობა: ნედლეული

თანამშრომელი: 2700

მისამართი: ჰოლანდია, როტერდამი და შვეიცარია, ჟენევა

6. სინოპეკი (China Petroleum & Chemical Corporation Ltd)

შემოსავალი: 273 მლრდ

საქმიანობა: ნავთობი და გაზი

თანამშრომელი:  400500

მისამართი: ჩინეთი, პეკინი

7. შევრონი (Chevron)

შემოსავალი: 253,7 მლრდ

საქმიანობა: ნავთობი და გაზი

თანამშრომელი: 61500

მისამართი: აშშ, კალიფორნიის შტატი, ქ. სან-რემო

8. კონოკოფილიპსი (ConocoPhillips Company)

შემოსავალი: 251 მლრდ

საქმიანობა: ნავთობი და გაზი

თანამშრომელი:  29800

მისამართი: აშშ, ტეხასის შტატი, ჰიუსტონის ენერგოდერეფანი

9. ტოიოტა (Toyota Motors)

შემოსავალი: 235 მლრდ

საქმიანობა: ავტომობილები

თანამშრომელი: 316 100

მისამართი: იაპონია, აიჩის პრეფექტურა, ქ. ტოიოტა-სიტი

10. ჩინეთის სახელმწიფო კორპორაცია გრიდი  (State Grid Corporation of China  SGCC)

შემოსავალი: 226 მლრდ

საქმიანობა: ენერგეტიკა, ნავთობი და გაზი

თანამშრომელი: 1564000

მისამართი: ჩინეთი, პეკინი

ნავთობ-გაზის გიგანტების ლიდერობა სტაბილურია. არც "ტოიოტას" ათეულში ყოფნაა მოულოდნელი. უფრო საინტერესოა კომპანია "ვალ მარტი". 1962 წელს სემ უოლტონის მიერ და არსებული კომპანია სადღეისოდ მსოფლიოს უდიდესი საცალო ქსელია 10130 მაღაზიით 27 ქვეყანაში, მათ შორის ჰიპერმარკეტებით. კომპანიის დევიზია - "დაზოგე ფული": მის მაღაზიებში ფასები საბითუმოს უახლოვდება.

ინტერნეტის მასალების მიხედვით მოამზადა

რამაზ გურგენიძემ