სუპერნიჭიერი - კვირის პალიტრა

სუპერნიჭიერი

ამ ავსტრალიურ ფრინველს "ლირაკუდა" 80 სმ სიგრძის ლირის ფორმის კუდის გამო ეწოდა. მამალი ლირაკუდა ნებისმიერი ბგერის საოცრად ზუსტი განმეორების ნიჭითაა დაჯილდოებული - თავისი  რეპერტუარი არც აქვს და სხვა ფრინველების არიების "არანჟირებას" ეწევა. ასევე უზუსტესად შეუძლია გადმოსცეს ძაღლის ყეფა, ცხვრის ბღავილი და მოტოციკლის რახრახიც! გარდა ამისა, ნიჭიერი კავალერი დედლის მოხიბვლისას თავდავიწყებით ცეკვავს, რაშიც განსაკუთრებულ როლს მისი მარაოსებურად გაშლილი უცნაური კუდი ასრულებს.