პლანეტის 10 ყველაზე დიდი ქვეყანა მოსახლეობისა და ფართობის მიხედვით
პლანეტის 10 ყველაზე დიდი ქვეყანა მოსახლეობისა და ფართობის მიხედვით
გაეროს გამოკვლევის - "მსოფლიოს მოსახლეობა 2011 წელს" თანახმად, 2011 წლის ოქტომბრის ბოლოს პლანეტის მოსახლეობამ 7 მილიარდს მიაღწია და 13 წლის  შემდეგ კიდევ ერთი მილიარდით გაიზრდება.
ქვეყნებს შორის პირველ და მეორე ადგილებზე დიდი უპირატესობით აზიის გიგანტები -  ჩინეთი და ინდოეთია, თუმცა ანალიტიკოსთა პროგნოზით 2025 წლისთვის ინდოეთი ჩინეთს გაუსწრებს და პირველ ადგილზე გავა, სავარაუდოდ, 1,46 მლრდ მოსახლით, ჩინეთში კი 1,39 მლრდ მცხოვრები იქნება. ამასთან 2050 წლისთვის ჩინეთის მოსახლეობა 1,3 მლრდ-მდე შემცირდება. ინდოეთის
კი ზრდას განაგრძობს.

მოხსენებაში გაანალიზებულია სხვა ტენდენციებიც - დღეს მსოფლიოში 60 წელს გადაცილებული 893 მლნ ადამიანი ცხოვრობს და მათი რაოდენობა 2050 წლისთვის 2,4 მლრდ-ს მიაღწევს.
დღეს ყოველი მეორე ადამიანი ქალაქის ბინადარია, 2050
წლისთვის ქალაქებში 2/3 იცხოვრებს. 25 წელზე ნაკლები ასაკის პლანეტის მოსახლეობის წილი კი 2050 წლისთვის 43%-ს შეადგენს.

ბოლო ორ საუკუნის განმავლობაში მსოფლიოს მოსახლეობის მატება აშკარაა. საინტერესოა, რომ 1900 წელს დედამიწაზე 1,6 მლრდ ადამიანი ცხოვრობდა. ხოლო 20 საუკუნის წინ პლანეტის მოსახლეობა სულ 300 მლნ იყო. მოსახლეობის გაორმაგებას 600 მლნ-მდე 16 საუკუნე დასჭირდა. სწრაფი მატება კი 1950-იანი წლებიდან დაიწყო, როცა ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში მოხერხდა სიკვდილიანობის მკვეთრად შემცირება.
მოსახლეობის ყველაზე სწრაფი ზრდა აღინიშნება შემდეგ ქვეყნებში: ნიგერია, მალავი, უგანდა, ერაყი და ავღანეთი. კლების ტენდენცია კი აღინიშნება ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში - რუსეთში, უკრაინაში, ლატვიაში, ლიტვასა და საქართველოში. აღსანიშნავია სქესთა დისბალანსი რუსეთში (142,8 მლნ მცხოვრები), სადაც მამაკაცებზე 10 მლნ-ით მეტი ქალია.

აზიაში მსოფლიო მოსახლეობის 60% ცხოვრობს, აფრიკის მოსახლეობა კი 2100 წლისთვის გასამმაგდება და 3.6 მლრდ-ს მიაღწევს.
აღსანიშნავია, რომ  მსოფლიო რეიტინგის პირველი ათეულის ქვეყნებში პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტი - 59% ცხოვრობს. ათეული კი ასე გამოიყურება:

ქვეყნების ათეული მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით (მლნ ადამიანი) 2011 წლის მდგომარეობით:

1. ჩინეთი - 1 347.6
2. ინდოეთი - 1 241.5
3. აშშ - 313.1
4. ინდონეზია - 242.3
5. ბრაზილია - 196.7
6. პაკისტანი - 176.7
7. ნიგერია - 162.5
8. ბანგლადეში - 150.5
9. რუსეთი - 142.8
10. იაპონია - 126.5


რაც შეეხება მსოფლიოს ყველაზე დიდი ფართობის მქონე ქვეყნების ათეულს, საერთო ფართობის მიხედვით მსოფლიოს უდიდესი ქვეყანა რუსეთი, ყველა მაჩვენებლით პირველი არ არის. მაგალითად, სახმელეთო საზღვრის სიგრძით მას ჩინეთი უსწრებს, ხოლო სანაპირო ხაზის სიგრძით - კანადა, რომლის სანაპირო ხაზიც ეკვატორზე 6-ჯერ უფრო გრძელია! ეს იმით არის განპირობებული, რომ ეს ხაზი მეტისმეტად დაკბილულია და კანადის შემადგენლობაში არქტიკული არქიპელაგის უამრავი კუნძული შედის.
ათეულში ევროპის არც ერთი  ქვეყანა არ შედის. საერთოდ კი 1 მილიონ კვკმ-ზე მეტი ფართობი სულ 29 ქვეყანას აქვს.

საინტერესოა, რომ ეროვნული შემადგენლობის მრავალრიცხოვნების მიხედვით, ათეულის ლიდერი ინდოეთია, სადაც 500-ზე მეტი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს. ასევე ბევრი ეთნოსია სუდანში, რუსეთში, კანადაში, ყაზახეთში, ჩინეთსა და აშშ-ში. ხოლო არგენტინა, ბრაზილია და ავსტრალია თითქმის მონოეთნიკური ქვეყნებია.


























luka
26 ივნისი 2015 20:51
სუდანი კი არა ალჟირია ეგ ალჟირიიიი!!!
davigGEOGRAFFF
13 აგვისტო 2012 19:20
გეოგრაფიის მოყვარულებო ყველა ყვეყნისა შევერთდეთ
RUMENIGE
17 ივლისი 2012 09:20
სუდანი საიდან მოთხარეს???–იქ სადაც ეგენი(გეოგრაფიულად) სუდანს გულისხმობენ ალჟირია!!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა