ეკლიანი ეშმაკი - კვირის პალიტრა

ეკლიანი ეშმაკი

ამაზონის კალია - "ეკლიანი ეშმაკი" სულ 7 სმ სიგრძისაა, თუმცა მას ფრინველებიც და მტაცებელი მწერებიც ერიდებიან. თავისი სამკუთხა, ბასრი ეკლებით ის მომცრო ცხოველებსაც აშინებს - თათებს ცხვირწინ უტრიალებს. სხვა კალიებისგან უშიშარი "ეშმაკი" იმითაც განსხვავდება, რომ თუ ისინი მხოლოდ ეპიზოდურად "მღერიან", მისი "სერენადა" მთელი ღამის მანძილზე უწყვეტად ისმის.