"ავიცენა" არაბულად მეტყველებს - კვირის პალიტრა

"ავიცენა" არაბულად მეტყველებს

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პირველი “არაბულენოვანი” რობოტი შექმნეს. მას უდიდესი მაჰმადიანი მოაზროვნის, აბუ ალი იბნ-სინას, ანუ

ავიცენას სახელი უწოდეს. "ავიცენას" გრძელი, ჭაღარა წვერი და ოქრომკედით მოსირმული ძვირფასი ხალათი ამშვენებს. იგი კლასიკური არაბული ენით მეტყველებს. თანამოსაუბრის სახის მიმიკასაც ცნობს და საკუთარ სახეს შესაბამის ადამიანურ გამომეტყველებას აძლევს... "ავიცენას" შეუძლია ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტშიც.