"შენთვის ხომ არაფერი დამიშავებია" - კვირის პალიტრა

"შენთვის ხომ არაფერი დამიშავებია"

ამ საოცარმა ფოტომ მატადორის კარიერას წეტილი დაუსვა. ალვარო მუნერომ, როცა დაინახა, რომ ხარს მასთან ბრძოლა არ უნდოდა, სინანულმა შეიპყრო. ამის შემდეგ მატადორი კორიდის დაუძინებელი მტერი გახდა. ფოტოზე გამოსახულ ხარს ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს მატადორს ეუბნებოდა: პიკადორებმა მძიმედ დამჭრეს, სასტიკად გამისწორდნენ, თუმცა მათთვის არა დამიშავებია რა, არ მინდა შენთან ბრძოლაო...

მუნერო კი ამ ამბავს ასე ჰყვებოდა: უცებ შევხედე ხარს და რას ვხედავ, - მშვიდად დგას ჩემ წინ და თვალებში მიყურებს. უბრალოდ იდგა და უცოდველი თვალებით შემომცქეროდა... მის თვალებში მუდარა დავინახე, თითქოს დახმარებას მთხოვდა,  სამართლიანობისკენ მომიწოდებდა. მთელი არსებით შევიგრძენი, ეს იმ ვედრებას ჰგავდა, ღვთისადმი რომ აღვავლენთ ხოლმე. არ მინდა შენთან შებრძოლება, გთხოვ, შემიწყალო, შენთვის არაფერი დამიშავებია. თუ გინდა მომკალი, ეს შენი ნებაა, მაგრამ შენთან ბრძოლა არ მინდა. როცა მის თვალებში ეს ამოვიკითხე, თავი ამქვეყნად უკანასკნელ ნაძირალად ვიგრძენი. ეს იყო და ეს, ამის შემდეგ ვეგეტარიანელიც გავხდი და კორიდის წინააღმდეგაც თავგამოდებით ვიბრძვი...