რეზინის "სიამაყე" - კვირის პალიტრა

რეზინის "სიამაყე"

ამერიკელმა ჯოელ ვოლმა თავისი 4-ტონიანი გორგალი, რომელსაც 6 წელი "აშენებდა" რეზინის რგოლებისგან, შტატის მუზეუმს ჩააბარა. გორგლის

კეთება მან რეზინის პატარა თმის სამაგრით დაიწყო, მერე კი რეზინის ქარხნების ნარჩენებიც მოიშველია. ის შარშან ნოემბერში ოფიციალურად მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში, მაგრამ კიდევ ერთი წელი დააგორებდა თავის "სიამაყეს"... ბოლოს, მოჰბეზრდა და გორგალი ეგზოტიკურ ნაკეთობათა მუზეუმს "შესწირა".