საუკეთესო ქვეყნები ბიზნესის წარმოებისთვის - კვირის პალიტრა

საუკეთესო ქვეყნები ბიზნესის წარმოებისთვის

ბლუმბერგმა 2012 წელს ბიზნესის წარმოებისთვის მსოფლიოს 50 საუკეთესო ქვეყნის სია შეადგინა, რისთვისაც 11 სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციისა და წყაროს მონაცემები გამოიყენა.საბოლოო დასკვნისთვის თითოეული ქვეყანა 6 პარამეტრით შეაფასეს. ესენია: მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე, შრომის ანაზღაურება, სამომხმარებლო ბაზა, დანაკარგები კორუფციისა და ინფლაციის შედეგად, ეკონომიკური ინტეგრირებულობა და ახალი ბიზნესის გასაფორმებლად და შესაქმნელად საჭირო ხარჯების ოდენობა.

აღსანიშნავია, რომ სიაში ე.წ. განვითარებადი დიდი ქვეყნების ოთხეულიდან მხოლოდ ჩინეთი გავიდა მე-19 ადგილზე, ხოლო რუსეთმა, ინდოეთმა და ბრაზილიამ სულ ბოლო (48-49-50-ე) ადგილები გაიყვეს. ტოპათეული კი ასე გამოიყურება:

1. ჰონკონგი

2. ჰოლანდია

3. აშშ

4. დიდი ბრიტანეთი

5. ავსტრალია

6. გერმანია

7. იაპონია

8. საფრანგეთი

9. ავსტრია

10. სინგაპური