უნცია და სინჯი - კვირის პალიტრა

უნცია და სინჯი

ოქროსა და ძვირფასი ლითონების სტანდარტულ საზომ ერთეულად  მიღებული ე.წ. "ტრუას უნცია" Troy Ounce(საფრანგეთის ქალაქ ტრუას მიხედვით) 28,35 გრამია. იყენებენ სხვა ძვირფასი მასალის ასარწყავადაც, მაგალითად,  კოსმეტიკაში. ყველა მასალისგან განსხვავებით, ძვირფასი ლითონების უნციებს საკუთარი საერთაშორისო აღნიშვნა აქვს: ოქროს: XAU, ვერცხლს: XAG, პლატინას: XPT, პალადიუმს: XPD.

ოქროს ნაკეთობაზე ე.წ. მეტრული სინჯი პოსტსაბჭოთა ქვეყნებშია გავრცელებული, ის ძვირფასი ლითონის შემცველობას მეათასედის სიზუსტით აღნიშნავს. ოქროს მეტრული სინჯებია: 375, 500, 585, 750, 875, 916, 958, 999; ვერცხლის: 800, 830, 875, 925, 960, 999; პლატინის: 850, 900, 950; პალადიუმის: 550, 850.

დანარჩენ მსოფლიოში კი მიღებულია ოქროს სინჯის ე.წ. კარატული სისტემა, რომლის მიხედვით 1 კარატი ნაკეთობაში ოქროს შემცველობის 1/24-ს შეესაბამება და ნაკეთობაზე ასო K-თი და შესაბამისი ციფრით აღინიშნება. ოქროს მეტრული და კარატული სისტემები ერთმანეთს ასე შეეფარდება:

375 სინჯი 9 კარატია (9K); 500 - 12K; 585 - 14K; 750 - 18K; 875 - 21K; 916 - 22K;  958 - 23K; 999 - 24K.

მოოქრულ ნაკეთობაზე კარატული სინჯი ციფრის შემდეგ KGP-თი (karat gold platted) აღინიშნება. მაგალითად, 18KGP ნიშნავს, რომ ნაკეთობა 18-კარატიანი, ანუ 750 სინჯის ოქროთია დაფარული.