ოქროს ათეულები
ოქროს ათეულები
დედამიწაზე, "საერთაშორისო ოქროს საბჭოს" მონაცემებით, დღემდე სულ 140.000 ტონა ოქროა მოპოვებული, აქედან ქვეყნების ოქროს მარაგზე მხოლოდ 19% მოდის. ოქროს მარაგი "ოქროსა და ვალუტის რეზერვის" შემადგენელი ნაწილია და ოქროს წილი რეზერვში პროცენტით აღინიშნება. საცავებში ოქროს მარაგი სტანდარტული ზოდების სახით ინახება: ზოდის წონა 400 უნცია ანუ 11,336 კგ-ია.
ქვეყნების ოქროს მარაგის რეიტინგი "ოქროს საბჭოს" ყოველწლიურ ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა. ბოლო რეიტინგი 2012 წლის თებერვლის მონაცემების საფუძველზე შედგა.

რაც შეეხება ოქროს მოპოვებას 2011 წელს,
მსოფლიოში სულ 2 789 ტ ოქრო მოიპოვეს (2010-ში - 2 638). ოქროს მომპოვებელი ქვეყნების რეიტინგი, ბუნებრივია, მკვეთრად განსხვავდება ოქროს მარაგების ტოპათეულისგან. ბლუმბერგის 2011 წლის მონაცემებით ოქროს მომპოვებელი ქვეყნების  პირველი ათეული ასეთია:

1. ჩინეთი: 380 ტ - ჩინეთი ასევე ლიდერია აზიაში  საიუველირო წარმოებაში გამოყენებული ოქროს რაოდენობით.

2. ავსტრალია: 272 ტ - ამ ქვეყანაში ოქროს მასშტაბური მოპოვება ჯერ კიდევ 1890 წლიდან დაიწყო.

3. აშშ: 243 ტ +- პირველი "ოქროს ძარღვი" ვირჯინიაში  1782 წელს აღმოაჩინეს, ოქროს მოპოვების მკვეთრი ზრდა კი ქვეყანამ 1980 წლიდან დაიწყო.

4. სამხრ. აფრიკა: 221 ტ - მრავალი წელი ოქროს მოპოვების ლიდერი იყო. პროგნოზებით, ათეულში დიდხანს იქნება.

5. რუსეთი: 205 ტ - ექსპერტთა შეფასებით, ოქროს ყველაზე დიდი მარაგები სწორედ ამ ქვეყანაშია.

6. პერუ:  156 ტ - პერუს თითქმის მთელი ოქრო პრაქტიკულად ერთ საბადოში (Rio Huaypetue) მოიპოვება.

7. განა: 102 ტ - 90-იან წლებAში ოქროს წარმოების ერთ-ერთი ლიდერი იყო, ამჟამად წარმოება მკვეთრად შემცირდა.  

8. კანადა: 101 ტ - "ოქროს ციებ-ცხელების" ეპოქამ კარგა ხანია ჩაიარა. საბადოები გაღარიბდა, რის გამოც ქვეყანაში ოქროს მოპოვება ეცემა.

9. ინდონეზია: 97 ტ - რეგიონის უდიდესი ქვეყანა ოქროს მოპოვების ლიდერებში მხოლოდ ბოლო წლებში გაერია.

10. მექსიკა: 82 ტ - ოქროს მოპოვების ზრდა კანადურ ოქროსმომპოვებელ კომპანიას უკავშირდება, რომელსაც ჩვენთვის საინტერესო სახელი: "არგონავტების ოქრო"! (Argonaut Gold Inc.) ჰქვია.



















1. აშშ: 8.133,5 ტ (წილი რეზერვში 74,5%). მრავალი წელია უპირობო ლიდერია. საინტერესო ისაა, რომ ევროზონასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს ჯამურად ოქროს უფრო დიდი მარაგი აქვთ, მაგრამ სავალუტო ფონდის ოქროს მარაგი (2 814 ტ) აშშ-ის კონგრესის მიერ კონტროლდება! კონგრესის შესაბამისი რეზოლუციის გარეშე სავალუტო ფონდი ოქროს ვერ გაყიდის.

2. გერმანია: 3.396,3 ტ (71,4%). ევროპის წამყვანი ქვეყანა სტაბილურად ინარჩუნებს რეიტინგში მეორე ადგილს.

3. იტალია: 2.451,8 ტ (71,0%). რეზერვში ოქროს წილს სტაბილურად ზრდის, რომელმაც წელს კიდევ 2,4%-ით მოიმატა.

4. საფრანგეთი: 2.435,4 ტ (71,1%). ოქროს მარაგმა წელს 249 ტონით დაიკლო, მაგრამ რეზერვიდან ვალუტაც დაიხარჯა და ოქროს წილი პირიქით, 3,9%-ით გაიზარდა.

5. ჩინეთი: 1.054,1 ტ (1,6%). ბოლო წლებში ჩინეთი ლიდერია ოქროს მოპოვებაშიც, მაგრამ მთავრობა ოქროს მარაგის გაზრდას არ ცდილობს, რადგან ეს ბევრს არაფერს შეცვლის - ქვეყნის კოლოსალურ საერთო რეზერვში ოქროს უმნიშვნელო წილი უჭირავს. ჩინეთის ოქროსა და ვალუტის რეზერვის მოცულობა მსოფლიოში პირველია - 2011 წლის იანვრის მონაცემებით 3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა და თანაც ჰონკონგის, მაკაოსა და ტაივანის გარეშე!  

6. შვეიცარია: 1.040,1 ტ (16,3%). ექსპერტთა შეფასებით, ყველაზე სანდოდ მიჩნეულ შვეიცარიის ბანკებში სახელმწიფო მარაგთან შედარებით გაცილებით მეტი კერძო ოქროა თავმოყრილი.

7. ირანი: 907 ტ (15,9%). ათეულში პირველად მოხვდა: მთავრობამ ახლახან შეიძინა ოქროს მარაგის გასაზრდელად 3 მლრდ დოლარის ღირებულების ლითონი.

8. რუსეთი: 883,3 ტ (9,1%). ოქროს მომპოვებელი ქვეყნების ათეულშიც შედის, თუმცა წელს რეიტინგში ერთი საფეხურით უკან დაიწია.

9. იაპონია: 765,2 ტ (1,9%). სტიქიური კატასტროფების შედეგად გაზრდილი ხარჯების გამო, იაპონიას ოქროს ნაწილის გაყიდვამ მოუწია, თუმცა ათეულში ადგილი შეინარჩუნა.

10. ჰოლანდია: 612,5 ტ (59,8%). მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ათეულშიც შედის, მის წილად ევროპის მშპ-ს 5% მოდის და ოქროს მარაგის რეიტინგებში სტაბილურად ხვდება.
ოქროს რეიტინგში ქვეყნების გარდა ფიგურირებს მსოფლიოს ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაცია - საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) და ევროპის ცენტრალური ბანკი.
სსფ-ს ოქროს მარაგი დიდი ხნის მანძილზე ხელუხლებელი იყო, 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ფონდი იძულებული გახდა ღარიბი ქვეყნების ვალების გასასტუმრებლად საცავები გაეხსნა - ერთ წელიწადში მთელი მარაგის მერვედი გაყიდა. ამჟამად სსფ-ს ოქროს მარაგია 2 814 ტონა. ამით იგი მსოფლიოში მესამეა. რაც შეეხება ევროპის ცენტრალურ ბანკს, მისი ოქროს მარაგი, 502,1 ტ, სიდიდით მეცამეტეა.
გიგი
24 აგვისტო 2012 14:51
PP99 მე არ ვიცი შენ და შენ ოჯახის წევრებს, მსოფლიო არა, მაგრამ საკუთარი სამეზობლო შეიძლება მართლა მასე გიცნობთ, მაგრამ ასეთი ფირმა, მართლაც არსებობს. ასე რომ შენ და შენნაირებს, რომელსაც ყველაფერი ქართულის გაგონება ცუდად გხდით, ერთ რჩევას გაძლევთ ,,ეგდეთ საკუთარ ქერქში" (როგორც შენ თქვი). და ნუ ცდილობთ თქვენი ქართველთმოძულე გამოხტომებით დაამდაბლოთ ქართველი ერის მნიშვნელობა მსოფლიო ისტორიაში. ასე რომ ვითომ ქართველო, შენ და შენნაირებმა იცოდეთ თქვენი ადგილი და ,,ეგდეთ თქვენს ქერქში"
PP99
24 აგვისტო 2012 12:21
10. მექსიკა: 82 ტ - ოქროს მოპოვების ზრდა კანადურ ოქროსმომპოვებელ კომპანიას უკავშირდება, რომელსაც ჩვენთვის საინტერესო სახელი: "არგონავტების ოქრო"! (Argonaut Gold Inc.) ჰქვია.

მოკლედ რა მატრაკვეცა ხალხი ვართ რა!!! ყველგან რომ არ შევაკვეხოთ ჩვენი თავი არ შეგვიძლია!!!!! მორჩით ოცნებობას რა!!! მსოფლიო შავსაჯდომებიანებად გვიცნობს და ვეგდოთ ჩვენს ქერქში რა!!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები