ჰანტის "ინგლისური" გამოგონება - კვირის პალიტრა

ჰანტის "ინგლისური" გამოგონება

1825 წელს ნიუიორკელ ინჟინერ უოლტერ ჰანტს ვალი – 15 დოლარი ჰქონდა გასასტუმრებელი. ფულის შოვნის გზის ძიებაში უეცრად უსაფრთხო ქინძისთავის იდეა დაებადა, ნახაზში გამოსახა და საპატენტო ბიუროს წარუდგინა.მიღებული პატენტი მან მაშინვე 400 დოლარად გაყიდა. ერთმა მოხერხებულმა ინგლისელმა თავის სამშობლოში ხელმეორედ დააპატენტა ჰანტის გამოგონება, შემდეგ ეს მეტად საჭირო სამარჯვი მთელ მსოფლიოში გავრცელდა ინგლისური ქინძისთავის სახელწოდებით.