ტარაკანი და ჩამიჩიანი ფუნთუშა - კვირის პალიტრა

ტარაკანი და ჩამიჩიანი ფუნთუშა

ჩამიჩიანი ფუნთუშა XIX საუკუნის 50-იან წლებში ცნობილ მოსკოველ მეფუნთუშე ივანე ფილიპოვს ექსპრომტად გამოუგონია მისთვის სახიფათო ვითარებაში. სიმკაცრით ცნობილ მოსკოვის გენერალ-გუბერნატორ ზაკრევსკის (მეტსახელად "ჩურბან-ფაშა") ფილიპოვის ფუნთუშაში ტარაკანი აღმოუჩენია და მეფუნთუშე ტყავის გასაძრობად დაუბარებია. ფილიპოვი არ დაბნეულა, ტარაკანისთვის ხელი უტაცია, ჩაუყლაპავს და გუბერნატორისთვის შეუფიცია, ეს ტარაკანი კი არა, ჩამიჩიაო. საფუნთუშეში დაბრუნებულმა ფილიპოვმა ფუნთუშებში ჩამიჩის სასწრაფოდ ჩამატება ბრძანა.