ტელევიზიის გამომგონებელი – გიჟი?! - კვირის პალიტრა

ტელევიზიის გამომგონებელი – გიჟი?!

შოტლანდიელმა ინჟინერმა ჯონ ბერდმა 1925 წელს პირველი მექანიკური სატელევიზიო სისტემა შექმნა. გამოგონების რეკლამირების მიზნით გაზეთ "დეილი ექსპრესის" რედაქციას ესტუმრა, მთავარ რედაქტორს ტელეფონით დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა.

მეტად საინტერესოა რედაქტორის რეაქცია ბერდის ზარზე. მან რედაქციის ერთ-ერთ თანამშრომელს სთხოვა: "თუ ღმერთი გწამთ, ჩადით მისაღებში და როგორმე გაისტუმრეთ ის გიჟი, რომელიც მელოდება. ამტკიცებს, გამოვიგონე მანქანა, რომლითაც რადიოს მეშვეობით გამოსახულების ყურება შეიძლებაო. ფრთხილად იყავით, ალბათ, შეიარაღებულიც იქნება".

ჯონ ბერდმა 1925 წლის 25 მარტს ლონდონში "გიჟური" გამოგონების პირველი დემონსტრირება მოაწყო.