ოთხი საუკუნე ლეონარდოს იდეის განხორციელებისთვის - კვირის პალიტრა

ოთხი საუკუნე ლეონარდოს იდეის განხორციელებისთვის

საკონტაქტო ლინზების გამოყენების იდეა ჯერ კიდევ XVI საუკუნის დამდეგს ლეონარდო და ვინჩიმ გამოთქვა. კაცობრიობას თითქმის ოთხი საუკუნე დასჭირდა, რომ ლეონარდოს იდეისთვის შეესხა ხორცი.

საინტერესოა, რომ საკონტაქტო ლინზის შემქმნელი არა ოფთალმოლოგი ან ოპტიკოსი, არამედ გერმანელი ენათმეცნიერი-ინდოევროპეისტი ავგუსტ ფინკი აღმოჩნდა. მასალების უქონლობის გამო გასული საუკუნის პირველ ნახევარში მხოლოდ ხისტი ლინზები მზადდებოდა, ამიტომ კორექციის ამ მეთოდმა დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც სათანადო ხარისხის პოლიმერები შეიქმნა, დადგა რბილი საკონტაქტო ლინზების ერა.