"ჩუპა ჩუპსი" და სალვადორ დალი - კვირის პალიტრა

"ჩუპა ჩუპსი" და სალვადორ დალი

ბავშვების საყვარელი ტკბილეულის "ჩუპა ჩუპსის" სამშობლოა ბარსელონა. 1958 წელს ბიზნესმენმა ენრიკე ბერნატმა შექმნა ეს ნაწარმი, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა. ბერნატმა "ჩუპა ჩუპსის" ლოგოტიპის დახატვა თანამემამულეს, გენიალურ სალვადორ დალის სთხოვა.

მიუხედავად იმისა, რომ "ჩუპა ჩუპსის" წარმოება ამჟამად სხვა, იტალიურ-ჰოლანდიური კომპანიის ხელშია, დალის ლოგოტიპი უცვლელი რჩება.