"ვორდ პრესფოტო 2012"-ის გამარჯვებულები - კვირის პალიტრა

"ვორდ პრესფოტო 2012"-ის გამარჯვებულები

რას ერჩი, მაინც ხომ მაუწყებლობს?!

გაგიკვირდებათ და ჰაიტიში რადიოს გარდა სხვა მაუწყებლობა არ არსებობს! ჰოდა, დედა მელიანიზ გაბრეუსმაც დრო იხელთა და ჰაიტელებს პოპულარულ რადიოში - "მენ კონტრე" - "აბრუებს"...

ვარსკვლავად შერაცხილი მელიანიზი მოსახლეობას უმტკიცებს, რომ ჰაიტიში ცხოვრება მშვენიერია. საქმე ის Aარის, რომ ჰაიტელთა 50% წერა-კითხვის უცოდინარია და ამასთან, მხოლოდ 25% ცხოვრობს ელექტროფიცირებულ სახლებში. ამიტომ მასობრივი ინფორმაციის მთავარი საშუალება გაზეთი, ტელევიზია ან ინტერნეტი კი არა, ბატარეებზე მომუშავე რადიომიმღებია, ამგვარი რადიო კი მოსახლეობის 97%-ს აქვს! ბუნებრივია, ასეთ პირობებში ყველა რადიოწამყვანი და მათ შორის დედა მელიანიზიც ნამდვილი ვარსკვლავია, მათ ხშირად აღმერთებენ კიდეც...

2011 წლის 15 აგვისტო

მთავარია, გემღერებოდეს

ავღანეთში, ყანდაარის პროვინციის ოლქში მდებარე ბაზაზე კანადის არმიის კაპრალი "ციხე-კოშკში" გამაგრებულა, დასარტყმელ ინსტრუმენტებზე უკრავს და თავისთვის ღიღინებს... ამ ადგილზე ადრე ჯავშანტრანსპორტიორებს არემონტებდნენ, ახლა კი კაპრალი დაჰპატრონებია...

საქმე ის არის, რომ კანადელებმა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა ზაფხულში დაასრულეს და ისინი ავღანეთის სამხრეთ რაიონებიდან გამოიყვანეს, ბაზა კი აშშ-ის Eშეიარაღებულ ძალებს გადაეცა. ალბათ გახარებული კაპრალიც, აქაოდა სიკვდილს გადავურჩიო, "გადარჩენისას" "უბერავს", თუმცა უსაფრთხო ადგილი მაიც შეურჩევია, ყოველი შემთხვევისთვის...

2011 წლის 24 ივნისი