სამხედრო ძლიერების რეიტინგი - კვირის პალიტრა

სამხედრო ძლიერების რეიტინგი

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და კონგრესის მონაცემების საფუძველზე ყოველწლიურად განახლებადი ოფიციალური საიტი Global Fire Power. com (GFP) სამხედრო საკითხების შესახებ ყველაზე ავტორიტეტულად მიიჩნევა. Global Fire Power "სრულ საცეცხლე ძალას" ნიშნავს, რაც, მიღებული ტერმინოლოგიით, ქვეყნის სრულ სამხედრო ძლიერებას შეესაბამება.

ქვეყნების სამხედრო ძლიერებისა და რეიტინგს სამხედრო საიტი 45 პარამეტრით აფასებს. გარდა სახმელეთო შეიარაღებული ძალებისა, სამხედრო ავიაციისა და ასევე სამხედრო ფლოტის შემადგენლობის რიცხოვნობისა, მნიშვნელოვანია ტექნიკის, არტილერიისა  და სხვა იარაღის, გემების, თვითმფრინავების, შვეულმფრენების რაოდენობაც. ასევე მნიშვნელოვანია დაფინანსების მოცულობა, ქვეყნის ინფრასტრუქტურა, სამობილიზაციო ადამიანური რესურსები... საგულისხმოა, რომ ეს რეიტინგი ბირთვული პოტენციალის შეფასებას არ ითვალისწინებს.

2011 წლის მონაცემების საფუძველზე ქვეყნების სამხედრო ძლიერების  რეიტინგში სულ 55 ქვეყანაა შეყვანილი (სხვათა შორის, საქართველო 50-ე ადგილზეა), ხოლო პირველი ათეული ასე გამოიყურება:

ქვეყნების სამხედრო ძლიერების რეიტინგი

1. აშშ

2. რუსეთი

3. ჩინეთი

4. ინდოეთი

5. დიდი ბრიტანეთი

6. თურქეთი

7. სამხრეთი კორეა

8. საფრანგეთი

9. იაპონია

10 ისრაელი

ქვეყნების რეიტინგი სახმელეთო შეიარაღებულ ძალებში ადამიანთა რაოდენობის მიხედვით, მნიშვნელოვნად განსხვავდება სამხედრო ძლიერების რეიტინგისგან.

ქვეყნების არმიების რიცხოვნობის რეიტინგი

1. ჩინეთი - 2 285 000 (რეზერვი - 800 000)

2. აშშ - 1 477 896 (რეზერვი - 1 458 500)

3. ინდოეთი - 1 135 000 (რეზერვი - 1 747 000)

4. რუსეთი - 1 200 000 (რეზერვი - 754 000)

5. ჩრდილოეთი კორეა - 1 106 000 (რეზერვი - 820 000)

6. სამხრეთი კორეა - 653 000 (რეზერვი - 3 200 000)

7. პაკისტანი - 617 000 (რეზერვი 515 500)

8. თურქეთი - 612 900 (რეზერვი - 429 000)

9. ირანი - 545 000 (რეზერვი - 650 000)

10. ეგვიპტე - 468 500 (რეზერვი - 479 000)

სამხედრო ფლოტის მოსამსახურეთა რიცხოვნობის რეიტინგის პარალელურად მოყვანილია მცურავი საშუალებების მონაცემებიც.

სამხედრო ფლოტების   რიცხოვნობის რეიტინგი

1. აშშ - 332 000 (სულ  2384, წყალქვეშა ნავი - 71, ფრეგატი - 26, ავიამზიდი - 11)

2. ჩინეთი - 250 000 (სულ 972, წყალქვეშა ნავი - 63, ფრეგატი - 47, ავიამზიდი - 1)

3. რუსეთი - 142 000 (სულ 233, წყალქვეშა ნავი - 48, ფრეგატი - 5, ავიამზიდი - 1)

4. სამხრეთი კორეა - 68 000 (სულ 170, წყალქვეშა ნავი - 14, ფრეგატი - 9, ავიამზიდი - 0)

5. ინდოეთი - 64 000 (სულ 175, წყალქვეშა ნავი - 15, ფრეგატი - 12, ავიამზიდი - 1)

6. საფრანგეთი - 57 550 (სულ 289, წყალქვეშა ნავი - 10, ფრეგატი 23, ავიამზიდი - 1)

7. მექსიკა - 56 000 (სულ 189, წყალქვეშა ნავი - 0, ფრეგატი - 6, ავიამზიდი - 0)

8. ტაივანი - 53 000 (სულ 118, წყალქვეშა ნავი - 4, ფრეგატი - 22, ავიამზიდი - 0)

9. თურქეთი - 48 600 (სულ 265, წყალქვეშა ნავი - 0, ფრეგატი - 19, ავიამზიდი - 0)

10. ჩრდილოეთი კორეა - 46 000 (სულ 708, წყალქვეშა ნავი - 58, ფრეგატი - 3, ავიამზიდი - 0).

საიტი Global Fire Power. com საქართველოს შესახებ (2011 წ.)

50-ე ადგილი

ფართობი - 69 700 კვ კმ, სანაპირო ხაზი - 310 კმ, სახმელეთო საზღვარი - 1461 კმ, მოსახლეობა - 4 585 874 კაცი, შრომითი რესურსი - 1 918 000, სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი - 1 824 686, გასაწვევი ასაკის - 56 965, შეიარაღებული ძალები - 37 000, რეზერვი - 140 000, თავდაცვის ხარჯები - 496 935 000 დოლარი, საპორტო ტერმინალი - 2, საავტომობილო გზების საერთო სიგრძე - 20 329 კმ, რკინიგზის საერთო სიგრძე - 1 612 კმ. საწყლოსნო გზები - 4349 კმ, ნავთობის მოპოვება - 995 ბარელი დღეში, ნავთობის მოხმარება - 13 000 ბარელი დღეში, ნავთობის დამტკიცებული რეზერვები - 35 000 000 ბარელი...