გამოცხადებული სუიციდი - კვირის პალიტრა

გამოცხადებული სუიციდი

2011 წლის 16 სექტემბერს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში ერთ-ერთ ბანკთან უეცრად ჩოჩქოლი ატყდა, - რუპორიანი მამაკაცი თავის დასაწვავად ემზადებოდა. სანამ ცეცხლსაქრობმომარჯვებული პოლიციელი მიუსწრებდა, კაცმა ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა! ამ ამბავს ფოტოგრაფი ნოდას სტილიანიდისი შემთხვევით შეესწრო და მამაკაცი სწორედ იმ მომენტში გადაიღო, როცა უკვე ცეცხლის ალში იყო გახვეული. წესრიგის დამცველთა ძალისხმევით ის გადარჩა, თუმცა მაღალი ხარისხის დამწვრობა მიიღო... როგორ გაირკვა, 55 წლის მამაკაცს ბანკში მისი ვადაგადაცილებული კრედიტისა და იპოთეკის პირობების გადახედვა მოუთხოვია, რაზეც უარი მიიღო...

საბერძნეთში მწვავე ფინანსური კრიზისი ისევ გრძელდება, იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირმა ქვეყნის დასახმარებლად რამდენიმე ათეული მილიარდი გამოყო. შედეგად მრავალი ადამიანი გაკოტრდა.